ყველა სიახლე
მარცხენა მენიუს ქვედა ნაწილში დავამატეთ ახალი ოფცია „ხარვეზის შეტყობინება“.
თუ პრობლემას ან სისტემის უჩვეულო ქცევას წააწყდებით, ახლა შეგიძლიათ შემთხვევის აღწერა პირდაპირ სისტემიდან გაგზავნოთ, დაურთოთ ეკრანის ანაბეჭდები, შესაბამისი ფაილები და ტექნიკური დიაგნოსტიკა. ეს ჩვენს გუნდს ეხმარება, შეტყობინებული შემთხვევა უფრო ეფექტიანად განიხილოს და გამოიკვლიოს.